ბიძინა ივანიშვილმა გიო ხუციშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვილთან, ბერასთან ერთად მომღერალ გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოs ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა.
გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა.
გიო ხუციშვილს დღეს 15.00 საათზე დაკრძალეს.
მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 11 ივნისს გარდაიცვალა.
გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
29 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები