თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 ზე დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 ზე დაიწყება, – აღნიშნული განცხადება საგანგებო ბრიფინგზე ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გააკეთა.
მისივე განმარტებით, რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება.
„აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები. წელს თბილისის ბაღებში 3000 აღსაზრდელით მეტს ელოდებიან, რაც ჯამში 15 000 შეადგენს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, 11 ახალი საბავშვო ბაღი შემოდგომიდან დაიწყებს მუშაობას, ვინც ვერ მოახერხებს რეგისტრაციას, სააგენტო მათ საკითხს სექტემბრისთვის განიხილავს, ამისთვის მშობლებმა უწყებას უნდა მიმართონ”, – განაცხადა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება, სადაც შესაძლებელი იქნება დარეგისტრირდეს ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც პირველი ეტაპის კატეგორიას არ მიეკუთვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები