ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ კავშირ ,,ორიონის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა (ვიდეო)

0

14 ივნისს, შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ კავშირ ,,ორიონის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა.
საწარმოს ადმინისტრაციის ფოიეში ,,ორიონის“ დღის ცენტრის ბენეფიციართა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ხელნაკეთი ნივთები ქარხნის თანამშრომლებმა შეიძინეს.
როგორც დღის ცენტრის ხელმძღვანელმა გულია ჭუმბაძემ აღნიშნა, ამით ფეროშენადნობთა ქარხანამ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ფინანსურად გაძლიერების კუთხით თანადგომა გამოხატა.
გამოფენის დასრულების შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნა “ორიონის” ბენეფიციარებს უფასო სადილით გაუმასპინძლდა.

კომენტარები

კომენტარი