ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, მანჯგალაძის, მახალდიანის და ზაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,” – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები