პრემიერი: საერთო განსაცდელში 13 ივნისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ იქცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.
„3 წლის წინ, 13 ივნისი თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას და თანავუგრძნო მათ ოჯახებს.
ჩვენი მაშველების თავგანწირვამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელი, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა.
იმ მძიმე დღეებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფეხზე დადგა ყველა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები – ისინი დადგნენ იქ, სადაც ნამდვილი მოქალაქე უნდა მდგარიყო. საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი ამავე დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები