გიორგი მარგველაშვილი: 13 ივნისი დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღეა

“13 ივნისი დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღეა, როცა სტიქიამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ქალაქის რამდენიმე უბანი გაანადგურა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ის 2015 წლის 13 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, იმ დღეებში ახალგაზრდობამ დაზარალებული თანამემამულეების მიმართ სოლიდარობის წარმოუდგენელი მაგალითი აჩვენა.
„ადამიანის სიცოცხლე უზენაესი და ფასდაუდებელია – უმძიმესია ეს დანაკარგი და მას ვერაფერი შეამსუბუქებს, მაგრამ განსაცდელისა და ტკივილის დღეებში, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, დაზარალებული თანამემამულეების მიმართ სოლიდარობის წარმოუდგენელი მაგალითი აჩვენა.
მათ უპრეცენდენტო სამოქალქო აქტივობითა და თვითორგანიზებით შეძლეს დედაქალაქის ქუჩების გაწმენდა და თავდაუზოგავი შრომით, მოსახლეობის დახმარება.
საჭიროა, რომ ამ და სხვა სტიქიების ტრაგიკული გამოცდილებების გათვალისწინებით, სახელმწიფო საზოგადოებრივი გადაწყვეტილების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე დავაფუძნოთ. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას – დავდგეთ ერთად და ვაქციოთ 13 ივნისი სოლიდარობის დღედ“, – აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები