24 ივნისს, ვაკის პარკთან მარათონი “თბილისი” გაიმართება

“ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და სპორტულ აქტივობებში მოქალაქეების ჩართვის მიზნით, თბილისის მერია 24 ივნისს მარათონს “თბილისი” დააფუძნებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარბენი ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტერიტორიაზე გაიმართება. კალაძემ ყველა მოქალაქეს გარბენში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ერთჯერადი ხასიათის არ იქნება.

“მინდა გაცნობოთ ახალი, ძალიან საინტერესო ინიციატივის შესახებ, რომელიც ეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ აქტივობებში მოქალაქეების ჩართვას. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომ საზოგადოებას ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. შესაბამისად, ვაპირებთ დავაფუძნოთ მარათონი „თბილისი“, რომელშიც ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს შეუძლიათ ჩაერთონ, ვისაც სურვილი აქვს. 24 ივნისს, 9:00 საათზე, ვაკის პარკთან გელოდებით ყველას, გარბენი გაიმართება თავისუფლების მოედნამდე. მგონია, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. სპორტული აქტივობებით და პროექტებით ბევრჯერ მოგვიწევს თქვენი შეწუხება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ჩაერთოთ. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, ყველა სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება ყველა ჩვენგანს წაადგება თავის საქმიანობაში”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები