დოდო გუგეშაშვილი გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს: თქვენ შეურაცხყავით სულში დაჭრილი და დასახიჩრებული ვეტერანები

0

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართავს და მწვავედ აკრიტიკებს.
დოდო გუგეშაშვილი პრეზიდენტს ვეტერანებისადმი უპატივცემულობაში ადანაშულებს.
„ღია წერილი პრეზიდენტის სასახლის (რეზიდენციის) მობინადრეს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს! 2018 წლის 26 მაისს, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე იზეიმა. 26 მაისს, საზეიმო ტრიბუნიდან მდგომმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ თქვენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე საქართველოს არც პრეზიდენტი და არც უმაღლესი მთავარსარდალი არ ბრძანდებით: თქვენი „პრეზიდენტობის“ და „უმაღლესი მთავარსარდლობის“ 5-წლიან პერიოდში ერთხელაც არ გაგხსენებიათ თქვენი წინამორბედის „დამსახურებით“, დღემდე 22 ლარის სუბსიდიის მქონე (ისიც არა ყველასათვის) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებების დაცვა. 26 მაისს, თქვენ შეურაცხყავით სულში დაჭრილი და დასახიჩრებული ვეტერანები (ერთი სიტყვითაც არ გიხსენებიათ ისინი). 26 მაისს თქვენ მისი უწმინდესობისა და დედაეკლესიის მიმართ მილოცვას განსაკუთრებული გულისხმიერებით მიაყოლეთ „განსხვავებული და განსაკუთრებული, ფერადოვანი უმცირესობების მიმართ მილოცვა (ცისარტყელას ფერები რომ მოჰპარეს ბავშვებს)! არა პრეზიდენტი, არა უმაღლესი მთავარსარდალი და მაინც ვინ ბრძანდებით თქვენ, ბატონო გიორგი?! ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი, უკრაინის პატრიარქის მედლის მფლობელი (უკრაინისადმი თავგანწირვისა და სიყვარულისათვის“), საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილი“, -აღნიშნავს გუგეშაშვილი ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი