გომბორზე გადავარდნილ მიკროავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, მიკროავტობუსს, რომელიც 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე ავარიაში მოყვა, სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა.

მიხეილ ხმალაძის თქმით, მიკროავტობუსში დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნაც, რაც ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობას განსაზღვრავს.

სახმელეთო ტრანსპორტის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მგზავრობამდე მძღოლს ტექდათვალიერების შესახებ ცნობა მოსთხოვონ.

შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო.

მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება კლინიკებში მოთავსებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამჟამად იაშვილისა და ციციშვილის სახელობის კლინიკებში 4 მცირეწლოვანი განაგრძობს მკურნალობას.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები