112-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.
„შეფერხების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის. “112”-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ “112”-ის “ფეისბუქის” გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით“,- ნათქვმია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები