UNICEF: მიზნობრივი სოციალური დახმარებები მეტად ორიენტირებულია ღარიბებსა და ბავშვიან ოჯახებზე

UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017″-ის თანახმად, საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებაში, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პენსია და მიზნობრივი სოციალური გასაცემლები. კვლევის თანახმად, სოციალური დახმარებები გახდა მეტად მიზნობრივი.
მიზნობრივი სოციალური დახმარებების ზრდა ფიქსირდება მოსახლეობის ქვედა 40 პროცენტში (ყველაზე ღარიბი 40 პროცენტში).
მიზნობრივი სოციალური დახმარებები მეტად ორიენტირებულია ღარიბებსა და ბავშვიან ოჯახებზე. მიზნობრივი სოციალური დახმარებები ამცირებს ბავშვთა სიღარიბეს 6 პროცენტული პუნქტით და მოსახლეობის სიღარიბის დონეს 4 პროცენტული პუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები