მეტეხის ქუჩაზე სახლის ნანგრევები ავტომობილს დაეცა (ფოტო)

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე წლის წინ დანგრეული სახლი მთლიანად ჩამოიშალა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თუმცა, სახლის ნანგრევებმა ადგილობრივი მოსახლის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინება დღეს დილით, 10.00 საათზე დაფიქსირდა.
მეტეხის ქუჩაზე გასულმა სამაშველო ბრიგადების თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები