ექიმი, რომელმაც “ნაცმოძრაობის” წევრს პოლიტიკური ნიშნით, მკურნალობაზე უარი უთხრა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე, ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მურთაზ მამაგეიშვილის გათავისუფლების შესახებ, გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ნინო კვიტაიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, აქციაზე მსუბუქი დაზიანების გამო, ინგორყვას კლინიკაში აღმოჩნდა.
თუმცა, ექიმმა პაციენტს, პოლიტიკური შეხედულებების გამო, სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები