“ჯორჯიან მანგანეზის” სპონსორობით, ზესტაფონში ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს, უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს (ფოტოკოლაჟი)

საქველმოქმედო ორგანიზაცია “ცხოვრების მეგზურის” ინიციატივით და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” სპონსორობით, ზესტაფონში, ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრში, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს, უფასო კონსულტაცია კვალიფიციურმა ექიმმა, დიანა ოთარაშვილმა გაუწია.

როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციის „ცხოვრების მეგზურის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან მდივანმა აღნიშნა, აქციის ფარგლებში, 36 ბავშვი გაისინჯა. მისივე ინფორმაციით, “ჯორჯიან მანგანეზმა” მათ 5-წლიანი იჯარით გადასცა შენობა, რომელიც მომავალში შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, რათა ბავშვებისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევა ადგილზევე განხორციელდეს.

“ზესტაფონში, თბილისიდან ჩამოსული იყო ნეიროქირურგი დიანა ოთარაშვილი, რომელმაც ქველმოქმედების მიზნით, დახმარება ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებს გაუწია და უფასო კონსულტაცია 36 ბავშვს ჩაუტარა. ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც სპეციალური მკურნალობა სჭირდებათ, თბილისში საკუთარ დიაგნოსტიკის ცენტრში დაიბარა. ზოგადად, მან სპეციალური შეღავათები დააწესა, ფეროშენადბობთა ქარხნის თანამშრომლის შვილებისთვის და „ცხოვრების მეგზურის“ ბავშვებისთვის. მათთვის კონსულტაცია უფასოა, ხოლო მკურნალობა შეღავათიან ფასებში მოხდება. უნდა აღინიშნოს, რომ აქცია „ცხოვრების მეგზურის“ და ჩვენი სპონსორის „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით ჩატარდა. კომპანიამ კი ოფიციალურად, 5-წლიანი იჯარით გადმოგვცა შენობა და იქ, „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, იგეგმება სათანადო ინვენტარის შეძენა, რათა მომავალში ადგილზევე მოხდეს ბავშვებისთვის მასაჟების გაკეთებაც”, – განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია “ცხოვრების მეგზურის” ხელმძღვანელმა, რუსუდან მდივანმა.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, მსგავსი აქციის ჩატარება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ისინი ყოველთვის აქტიურად დაუჭერენ მხარს სოციალურ პროექტებს.

“ვფიქრობთ, რომ მსგავსი სოციალური აქციის ჩატარება მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიმართულება სხვაა, სოციალური პროექტებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ამიტომ, “ჯორჯიან მანგანეზი” ამგვარ პროექტებს ყოველთვის დაუჭერს მხარს. მიხარია, რომ აღნიშნული პროექტიც წარმატებით განხორციელდა”,-განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები