ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავი დაიტბორა (ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ რუსთავს პრობლემები შეუქმნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება სტიქიის ამსახველი კადრები.
დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა.
კერძოდ, აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბოლის ბაზრის” და ლეონიძის სკვერთან არსებული ტერიტორია.
მთელი ღამის განმავლობაში სანიაღვრე ჭების გაწმენდა მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ „რუსთავსერვის ცენტრის”, რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები