სამაშველო სამსახური განცხადებას ავრცელებს-წყლის ძლიერმა ნაკადმა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა დააზიანა

წყლის ძლიერმა ნაკადმა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა დააზიანა,- ამის შესახებ ინფომაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით,
თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, 153 შეტყობინება შევიდა.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესული შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.
ყველაზე მეტი შეტყობინება ფიქსირდება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან.
​ოფიციალური ინფორმაციით, შეტყობინებები შესულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან.
​ამ წუთებში, მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური.
​ბოლო ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა.
მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს.
​ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია.​
მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ​დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები