პრევენციის მიზნით, შსს-მ ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზა გადაკეტა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით, გმირთა მოედანზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დააყენა და ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა ჩაკეტა.
უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:
“ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში – დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
თბილისში რამდენიმე საათია ძლიერი წვიმაა, რომლის გამოც პრობლემები შეიქმნა გლდანის რაიონში.
ძლიერმა წვიმამ გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ქვაღორღი ჩამოიტანა გზის სავალ ნაწილზე. ამ წუთებში გზაზე წყლის ძლიერი ნაკადი მოედინება. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. გლდანის ა მიკრორაიონის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები