ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულებს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

ზვიად კუპრავას და მასთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაკავებულ სამ პირს, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით რუსთაველის გამზირზე 4 პირი დააკავა, მათ შორის იყო ზვიად კუპრავა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც.; 1983 წელს დაბადებული ზ.კ.; 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები