ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 13 ივნისს გაიმართება

13 ივნისს, ქუთაისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომისიის წევრები მანამდე საქმის მასალებს გაეცნობიან, რომელიც სასამართლოდან და პროკურატურიდან პარლამენტში გადაიგზავნება.
„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ ვინ და როდის უნდა დავიბაროთ სხდომაზე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, სარალიძესა და დადუნაშვილს უნდა მოვუსმინოთ და უფრო სიღრმისეულად უნდა გავეცნოთ მათ პრეტენზიებს და შემდეგ უნდა განვსაზღვროთ ე.წ. საგამოძიებო სტრატეგია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები