საკრებულოს წევრები ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს კონფერენციაში მონაწილეობენ

თბილისის საკრებულოს წევრები, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში,  ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში – “თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა” მონაწილეობენ.

ქართულ დელეგაციას ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი ხელმძვანელობს.   დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: თბილისის საკრებულოს მოადგილე  მარიკა დარჩია, საკრებულოს წევრი ანა ლაშხი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი და ასევე,  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი  თვითმმართველობის  წარმომადგენლები.

კონფერენცია 11-13 ივნისს გაიმართება და მისი მონაწილეები  ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განხორციელებას და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვის შესახებ იმსჯელებენ.

თამარ ტალიაშვილი კონფერენციის მონაწილეების წინაშე გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგება. დელეგაციის წევრები სხვადასხვა  თემატიკის შეხვედრებსა და დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები