გიო ხუციშვილი განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქალაქურ სიმღერას – პრემიერი მომღერლის ოჯახს უსამძიმრებს

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო. გიო ხუციშვილი განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქალაქურ სიმღერას. დიდ ნიჭთან ერთად, ის სულსა და გულს დებდა თავის საქმეში, სიყვარულს ასხივებდა. ძალიან დასანანია, რომ ქართულ ესტრადას გამოაკლდა ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც კიდევ ბევრი სიხარულის მინიჭება შეეძლო მსმენელისთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გიო ხუციშვილის ოჯახს, ახლობლებს, მთელს საქართველოს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები