რუსთაველზე გაშლილი კარვები პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს, რის შედეგადაც, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
კარვების გადატანის გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა შეთანხმების შემდეგ მიიღეს.
რუსთაველის გამზირზე სამი კარავი წუხელ, ღამის საათებში, ზაზა სარალიძის მოთხოვნით დადგეს.
ცოტა ხნის წინ, კარავში შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის, ინციდენტი მოხდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, კარავში შეკრებილ მოქალაქეთა უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება და მათ შორის ხდება უთანხმოება.
სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები