ეკა ბესელია: ვითხოვ, დასახელდეს რომელი ფრაზა იყო, სარალიძის შეურაცხმყოფელი

პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაინტერესებულია, ოთარ კახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, მისი როგორც კომისიის წევრის მიმართ, უნდობლობის საკითხი თუ დადგება.
აღნიშნული განცხადება ბესელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძეს პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს და ისე გააჟღერებინეს.
„გუშინ ოთარ კახიძემ თქვა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს ბატონ სარალიძეს და ეს ათქმევინეს. მაინტერესებს მის მიმართ გაცხადდება თუ არა, როგორც კომისიის წევრის მიმართ, უნდობლობა, ამაზე მძიმე ბრალდება არავის არ უთქვამს“, – აღნიშნა ბესელიამ.
მანამდე, როდესაც საგამოძიებო კომისია იქმნებოდა, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ კომისიაში ეკა ბესელიას გარდა ყველას ენდობოდა.
„ვერ გავიგე მიზეზი, თუ ეს რაიმე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე რა იყო ამ განცხადების მიზეზი და მე ვითხოვ, რომ ძალიან კონკრეტულად დასახელდეს სად, რომელი ფრაზა იყო, ის რაც მან ჩათვალა რომ იყო შეურაცხმყოფელი, ვითხოვ რომ ეს დაკონკრეტდეს, სხვაგვარად აბსურდამდე მივალთ ასე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, უმჯობესია, სამართლიანიობის გზაზე კანონის მექანიზმების გამოყენებით მოხდეს სიარული.
„მე ვისურვებ რომ პროცესები, რომელიც დაწყებულია და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამივე მიმართულებით – ეს არის საგამოძიებო კომისია, გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და სამართლებრივი პროცედურები, სამივე ეს სამართლებრივი ბერკეტი იყოს გამოყენებული მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, უმჯობესია ვიაროთ სამართლიანიობის გზაზე კანონის მექანიზმების გამოყენებით და არა იმ ტიპის მეთოდებით, რომელიც მე მგონია, რომ ამ პროცესს არ ეხმარება“,- აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები