ახლობლები მეორე დღეა 80 წლის რევაზ მიქაძეს ეძებენ

ახლობლები მეორე დღეა 80 წლის რევაზ მიქაძეს ეძებენ. მამაკაცი სახლიდან გუშინწინ გავიდა და მას შემდეგ მისი ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს.
80 წლის მამაკაცი ჩუღურეთის რაიონში, გოცირიძის ქუჩაზე (გორკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) ცხოვრობს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, რევაზ მიქაძეს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მათ დახმარებისთვის პოლიციას უკვე მიმართეს.
თუ ვინმე ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 574 161264  ან 2 95 13 75

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები