დავით უსუფაშვილი: ეს არის ამსტერდამის პოლიტიკური დაჯგუფების მიერ აქციის გადარჩენის მცდელობა

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ განთავსებული კარვების რუსთაველის გამზირზე გადატანისა და გზის გადაკეტვა არა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ამსტერდამის პოლიტიკური დაჯგუფების გადაწყვეტილებაა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით , რაც არ უნდა მკვეთრი განცხადება გამომივიდეს, თავს ვალდებულად ვთვლი, ვთქვა, რასაც ვფიქრობ ამ წუთში. ჩემი აზრით, ეს არ არის ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილება, ეს არის ამსტერდამის პოლიტიკური დაჯგუფების მცდელობა, გადაარჩინონ ის აქცია, რომლის ორგანიზატორებად თავად მოგვევლინენ, რომელიც არასწორი გზით წაიყვანეს“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, რადგან აქციის არასწორი გზით წაყვანის გამო, საპროტესტო აქციაზე არ მივიდა ადამიანების დიდი რაოდეობა, ახლა ორი გაუბედურებული ოჯახის ზურგსუკან ამოფარფებული პოლიტიკოსები სიტუაციის გამწვავებას ცდილობენ და ვა-ბანკზე მიდიან
„ზუსტად ასე ვამბობ, ძალიან მძიმეს ვამბობ, ამიტომ ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათი ოჯახის წევრებს, ყველას ვისი ტრაგედიაც არის პასუხგაუცემელი, დამნაშავე არის დაუსჯელი, მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რა ფორმითაც, რა სახითაც , აყენებენ მოთხოვნებს- დამნაშავეების, არასწორ გამოძიებაზე პასუხისმგებელი ადამიანების დასჯა ამ ნაწილში მათ აქვს და უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქის მხარდაჭერა, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს. ეს არის ერთი და ძალიან სერიოზული თემა. ამ საკითხში არ უნდა მოხდეს არანაირი კომპრომისი“,- განაცხცადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, “შენების მოძრაობის” ლიდერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ მორალური ავტორიტეტი არ დაკარგონ.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე ორი კარავია განთავსებული, სადაც ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. ტერიტორიაზე მობილიზებულიაპატრული, თუმცა მათ აქციის მონაწილეებისთვის კარვების გადატანაში ხელი არ შეუშლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები