მცხეთა-სტეფანწმინდის გზა გაიხსნა

გუდაური-სტეფანწმინდის გზა რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. ქვეშეთის მოსახლეობამ აქცია დაასრულა და მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა გუდაურის ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქის გათავისუფლება იყო.

ადგილზე გუნერნატორიც იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, უფრო ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.

გუდაური-სტეფანწმინდის აქციის გამო ორ საათზე მეტ ხანს იყო გადაკეტილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს სცემეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები