კახეთში ქერის მოსავლის აღების სამუშაოები დაიწყო

ქერის მოსავლის აღების სამუშაოები კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ფერმერების განცხადებით, ქერის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონამდე მერყეობს. სამუშაოები აქტიურად გრძელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შპს „მექანიზატორის“ 5-მა ერთეულმა კომბაინმა 400 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავალი უკვე აიღო.

მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორის“ 87 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა მიმდინარე პროცესში სრულად ჩაერთვება. გარდა მოსავლის აღებისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები