კახეთის შვიდ რაიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ, 9 ივნისს, კახეთის რეგიონში 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის შვიდ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.

„ 9 ივნისს, 18:20 სთ-დან, მთელი საღამოს განმავლობაში, ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 18:24 საათიდან საღამოს 23:13 საათამდე, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის,ყვარლის, სიღნაღისა და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 110 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, -აღნიშნულია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები