რამდენად საგანგაშოა საქართველოში გახშირებული მიწისძვრები

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მიწისძვრის ფაქტების მიუხედავად, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

როგორც გოდოლაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, მიწისქვეშა ბიძგების განმეორების საშიშროება არსებობდა და არსებობს, თუმცა, ეს ბიძგები ნგრევას არ გამოიწვევს.

„პანიკის საფუძველი არ არსებობს, ასეთი მიწისძვრები ხდება ხოლმე, ეპიცენტრი საქართველოში არ დაფიქსირებულა, თუმცა, ჩვენი მოსახლეობისაც მესმის, – არასასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ბოლო 12 საათის განმავლობაში მესამე მიწისძვრას გრძნობ, ეს არის და ეს“, – განუცხადა „კვირას“ თეა გოდოლაძემ.

გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრში, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

დღეს დილის 8:00 საათისთვის მიწისძვრა მოხდა საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში. მიწისძვრის მაგნიტუდამ 3,9 მაგნიტუდა შეადგინა.

ამასთან, თბილისის დროით 17:07 საათზე, სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 26 კმ-ში, 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები