თბილისში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც გვერდით მდებარე ორი სახლის სახურავზეც გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი ცნობით, 200 კვ.მ. ფართობია დამწვარი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 12 სახანრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები