თბილისში ავტობუსები უფასოდ დღის ბოლომდე იმოძრავებენ

თბილისში, მუნიციპალური ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ დღის ბოლომდე მოემსახურებიან, ხოლო ხვალიდან, მგზავრობა ჩვეულებრივი სამგზავრო ტარიფით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის გაჩერების გამო, დედაქალაქში მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა.

მეტროს მემანქანეები 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატება იყო, რის გამოც, ყველა მეტროსადგური დაკეტილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები