ბორჯომში, სახლში 55 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ბორჯომში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში, 55 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მარტოხელა ქალი საერთო საცხოვრებელში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროში გუშინ დაფიქსირდა.
დევნილთა საერთო საცხოვრებლის მობინადრეებმა იმ ოთახიდან, სადაც 55 წლის ქალი მარტო ცხოვრობდა, არასასიამოვნო სუნი შეიგრძნეს და ინფორმაცია პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

„კვირას“ ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
თუმცა, მეზობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარტოხელა ქალი მათ 7 თვე არ უნახავთ.

მათივე ინფორმაციით, მარტოხელა ქალი 7 თვის წინ თურქეთში წასვლას აპირებდა და მის შემდეგ არავის უნახავს.

როგორც“კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები