ფრაქცია “ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკა” მერიასა და მეტროს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

ფრაქცია “ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკა” თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას განცხადებით ეხმაურება.

„მივესალმებით  მეტროს  მემანქანეების  და  მერიის   შეთანხმებულ  და  საქმიანი  კომუნიკაციის  შედეგს.   კარგია,  როცა  სოციალური  პროტესტი  ხდება  საფუძველი კონკრეტული  შედეგის  მისაღწევად და  არა  გათიშულობის  ან  აგრესიის  პროვოცირების  წყაროდ.  თბილისის მერის  და  გაფიცულების  დროულმა  და  შედეგიანმა  შეხვედრამ  განაპირობა  ერთის  მხრივ  მეტროს    დროული ამუშავება, მეორეს  მხრივ  არ  მისცა არავის  ამ თემით  საკუთარი  პოლიტიკური  თუ  სხვა სახის   ქულების  დაგროვების  საშუალება.

მერმა კიდევ  ერთხელ წარმოაჩინა  თავი  როგორც  არა  მარტო  კარგმა  მენეჯერმა,  არამედ  როგორც  გულისხმიერმა ადამიანმა,  რომელსაც  მართლა  გულთან მიაქვს თითოეული  დასაქმებულის   პრობლემები  და  არ  გაურბის  მათთან  შეხვედრას  და  მოსმენას.   ამ  გაფიცვამ  აგრეთვე ნათლად  დაგვანახა  თუ რამდენად  გაიზარდა  მოქალაქეების  შეგნება და  ტოლერანტობა,  როცა  გაგებით  ეკიდებიან  მიმდინარე  პროცესებს და  ჯანსაღად  აფასებენ  სიტუაციას. მერიის  თანამშრომლების,  შესაბამისი  სამსახურების  და  მოქალაქეების  დამსახურებაა, რომ  დედაქალაქში  არ  მოხდა  სატრანსპორტო  კოლაფსი  და  გაფიცულებთან  მოლაპარაკება  წარიმართა   ეფექტურად, აგრესიულობის  და  ნეგატიური  განწყობების  გარეშე  .  მადლობა  ყველას ამ  თემის ასე  ადამიანურად და სწრაფად  მოგვარებისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

დედაქალაქში მეტრომ მუშაობა განაახლა. მერიამ მემანქანეებს მისცა პირობა, რომ ხელფასების გაზრდის საკითხს 2019 წელს დაუბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები