„ომეგა მოტორ ჯგუფმა“ საქართველოში პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა გახსნა

„ომეგა მოტორ ჯგუფმა“ საქართველოში პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა გახსნა. წითელი ლენტი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა და საპატიო სტუმარმა, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ინვესტიციებისა და ვაჭრობის საკითხებში საქართველოსა და სომხეთში, მარკ პრიჩარდიმ გაჭრეს.
ქუჩაზე, ერთ სივრცეში, განთავსებული იქნება სხვადასხვა საავტომობილო ბრენდის შოურუმი (BMW,MINI, General motors , Maserati, Bentley, cadillac), ასევე, ყველა სახის საავტომობილო მომსახურება, მაღალი კლასის კაფე-რესტორნები, რეკრეაციული ზონა, სასტუმრო, ჰიპერმარკეტი. ეს თბილისის პირველი ავტო ქუჩაა.

როგორც „ომეგა მოტორ ჯგუფში“ აცხადებენ, პროექტის მიზანი საქართველოში საავტომობილო ბაზრის განვითარება, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და მსოფლიოს ბაზარზე არსებული სიახლეების საქართველოში დანერგვაა.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა მოტორ სითის“ ფარგლებში, „ომეგა ჯგუფმა“ განახორციელა 48 980 400 ლარის ინვესტიცია, სამომავლოდ იგეგმება 43 218 000 ლარის ინვესტირება. კომპანიის მონაცემებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 800 ადამიანი დასაქმდება.

„ომეგა მოტორ სითის“ საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს, ცოცხალი მუსიკის მოსმენის საშუალება ჰქონდათ. დააგემოვნეს ქართული ღვინო და დაათვალიერეს ქუჩაზე არსებული ავტოშოურუმები.

ღონისძიებას სახელმწიფოს, ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ინვესტორები დაესწრნენ.

„ომეგა მოტორ ჯგუფი“, რომელიც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დააარსა, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა. გარდა ავტომობილებისა, კომპანია მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც მრავალწლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს, საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოში არაერთ წამყვან ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. კომპანია საქართველოს ბაზარზე, მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს.

კომპანია დღეისათვის, ხუთი უმსხვილესი ბრენდით არის წარმოდგენილი (BMW და MINI General motorsi, Maserati, Bentley), თითოეულ ბრენდს გააჩნია ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სერვის ცენტრები აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები