თბილისის მეტროპოლიტენი დღეს, 14:00 საათისთვის ამუშავდება

თბილისის მეტროპოლიტენი დღეს 14:00 საათისთვის ამუშავდება, მემანქანეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
როგორც ერთ-ერთი გაფიცული მემანქანე აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მათ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მემანქანეებმა კარვები უკვე აიღეს და გლდანი დეპოს ტერიტორია დატოვეს.
„შეთანხმება მიღწეულია, მეტროპოლიტენი დღეს ამუშავდება, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ეს იქნება ორი საათისთვის. რაც შეეხება შეხვედრას, კიდევ ერთხელ გულდასმით დავაყენეთ ჩვენი პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღეს. მინდა, ვთქვა, რომ ნდობის საფუძველი არის. ძირითადი საკითხი, რაც დავაყენეთ, არის სამუშაო პროცესში და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობით ზუსტად ის მარჟა, რაც ჩვენი მინიმუმი იყო დაყენებული, შესრულდება“, – აცხადებს მემანქანე.
გაფიცული მემანქანეები თბილისის მერს წუხელ, გვიან ღამით შეხვდნენ, რის შემდეგაც თბილისის მერთან შეხვედრის დეტალები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა მემანქანეებთან ერთად განიხილეს და გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
თბილისის მეტროპოლიტენი უკვე ორი დღეა გაჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები