თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, გაზის დასახლების, გლდანულას დასახლების, გლდანის ხევის, პატარა ტბის, თამარ მეფის, ზაქარია მაისურაძის, არსუკიძის, კაჭარავას, ჯანჯღავას, წინამძღვრიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, გიორგი ბაბილოძის, სამხარაძის, ინგუშეთის, ქერჩის, გელა ბელქანიას, ხერგიანის, ომარ ხიზანიშვილის და მიქატაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, IV კვარტლების, ზემო ვეძისის დასახლების, ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, დელისის, ნუცუბიძის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, ივანე ჯავახიშვილის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, სოფელი ჭალის, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ვაგზლის, გულბანის, ბაგრატის, მარნეულის, ჯემალ რაფავას, ევსტათი მცხეთელის, აფხაზეთის, თამარ მეფის, ჭალადიდის, ცოტნე დადიანის და სოხუმის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ყავლაშვილის, ივერიის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ბერიძის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შატბერაშვილის, მარუხის გმირების, კოკა კლდიაშვილის და რადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები