ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი შოთა ხაბარელის გარიცხვაზე იმსჯელებს

ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე, შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ.
ამასთან, 5 ივნისის სხდომაზე, აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას 5-კაცანი ჯგუფი, რომელიც ფედერაციის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.
ჯგუფის წევრები არიან: ზაქრო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი, მამუკა ნავერიანი. გარდა ამისა, დაინიშნენ თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლებიც: ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი.
აღმასკომის სხდომა დღეს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული და შესაბამისი ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის „ფეისბუქ” გვერდზეც გამოქვეყნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხდომა ძიუდოს ფედერაციის შენობაში უნდა გამართულიყო, თუმცა ის აღნიშნულ ადგილზე არ ჩატარდა. აღმასკომის სხდომის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, არც თავად ხაბარელს და არც მედიის წარმომადგენლებს, არ გააჩნდათ. როგორც ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სხდომის ჩატარების ადგილმდებარეობის შესახებ, ინფორმაციას თავადაც არ ფლობდნენ. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, თუ სად შეიკრიბა აღმასკომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები