ნათია კუპრაშვილი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერება

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ  მედიაწიგნიერება არის პროექტი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის. მისი თქმით, სტრატეგია და კვლევა, რომელიც დღეს კომისიამ წარადგინა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გეგმის განხორციელებაში ყველა აქტორი უნდა ჩაერთოს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერება,  მედიაპროდუქტს მე ვადარებ სურსათის უვნებლობას, რადგან საზოგადოებისთვის როგორც იმის ცოდნაა მნიშვნელოვანი, რომ გაარჩიოს ცუდი საკვები პროდუქტი კარგი პროდუქტისგან, ისევეა მნიშვნელოვანი გაარჩიოს ცუდი მედია პროდუქტი კარგი მედია პროდუქტისგან, რომ არ მოიწამლოს და არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი მუშაობა ამ მიმართულებით, მათ შორის ინსტიტუტების ჩართვა, ეს არის პროექტი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის და გეგმა მათთან მუშაობის, რომ მათ მიიღონ ცოდნა, როგორ გაარჩიონ კარგი და ცუდი მედია პროდუქტი. ეს არის პროექტი აუდიტორიისთვის პირველ რიგში.  ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი, კვლევითი ორგანიზაციების როლი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა აქტორი უნდა ჩაერთოს ამ გეგმის განხორციელებაში, რომელიც დღეს კომისიამ წარადგინა“,- განაცხადა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები