ირაკლი ხმალაძე: მეტროს გაჩერების შედეგად, ფინანსური ზარალი ნამდვილად არ არის არც 300 000 არც 600 000 ლარი

როდესაც საუბრობენ ციფრებზე, სჯობს ისწავლონ ანგარიში იმისთვის, რომ ზუსტი ციფრებით სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მეტროს გაჩერების შედეგად დედაქალაქისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
„რასაკვირველია, როდესაც პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარკვეული ზარალი წარმოიქმნება, მაგრამ მე დღეს მოვისმინე კოლოსალური თანხები – 600 000 ლარზე საუბრობდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მინდა მივმართო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ცოტა მეტად დაფიქრდნენ, როცა განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ არ გვიჭირს საერთო ენის გამონახვა ჩვენს თანამშრომლებთან. ამ შემთხვევაში გაგვიჭირდა სახსრების გამონახვა იმისთვის, რომ მივიღოთ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.
როდესაც საუბრობენ ციფრებზე, სჯობს ისწავლონ ანგარიში იმისთვის, რომ ზუსტი ციფრებით სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. მოცემულ შემთხვევაში დღიური ზარალი ნამდვილად არ არის არც 300 000, არც 600 000 ლარი, ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო და თუ ერთის მხრივ, არ შემოდის შემოსავალი, მეორეს მხრივ, არ იხარჯება გარკვეული თანხები მეტროს ოპერირებისთვის. აქედან გამომდინარე, ასე პრიმიტიულად ნუ ითვლიან, ცოტა მათემატიკაც ისწავლონ, ცოტა აზრიანი განცხადებები გააკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები