“ნაცმოძრაობის” აქტივისტები POSTV-ის ოფისში ბოტებს ეძებდნენ (ვიდეო)

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები POST TV-ის ოფისში ბოტებს ეძებდნენ. ისინი ტელევიზიასთან მივიდნენ და შენობაში შესვლას ცდილობდნენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის წევრები” გივი კუბლაშვილი და ბესო შენგელია აცხადებდნენ, აღნიშნულ შენობაში “ფეისბუქბოტების მწარმოებელი ქარხანა ფუნქციონირებს”, სადაც 50 ბოტი იმყოფება. მათივე თქმით, ბოტები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში დიდ გავლენას ახდენენ.
აქტივისტებს ასევე შენობის დათვალიერებაც სურდათ.
POST TV-ის მთავარი პროდიუსერის, შალვა რამიშვილის განცხადებით, მან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ბოტების შენობაში არსებობა არ დაუდასტურა, რის შემდეგაც აქტივისტებმა შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები