კინორეჟისორი ალბერტ სერა ხვალ, პრესკონფერენციას გამართავს

კინორეჟისორი ალბერტ სერა, 6 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პრესკონფერენციას გამართავს.

ესპანელი რეჟისორი თბილისს ახალი პროექტის – „თანამედროვე კინოს დიდოსტატების” ფარგლებში ეწვია. ალბერტ სერა 6 და 7 ივნისს, 13:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მასტერკლასებს ჩაატარებს, 8 ივნისს 19:00 საათზე კი საჯარო შეხვედრას გამართავს „თი-ბი-სი“ გალერეაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები