ნუცუბიძის III მიკრორაიონში გზისა და სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონში, მე-14, მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარედ, გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის მიხედვით, ასფალტის ახალი საფარი 2500 მ2 ფართობის შიდა ტერიტორიაზე დაიგო. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 110 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ამავე მიკრორაიონში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდა, შეკეთდა საბავშვო ატრაქციონების კუთხე, დასასვენებელი სივრცე გამწვანდა, განათდა და შშმ პირთათვის ადაპტირდა.

ვაკის რაიონის გამგეობის ჯანსაღი ცვოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სკვერში ასევე,  მოეწყო ფიტნეს-ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები