რას აცხადებენ მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები აქციის მეორე დღეს

მეტროპოლიტენის მემანქანეების საპროტესტო აქცია უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა, კვლავ ხელფასის 45%-ით მატებაა. თუმცა, ერთ-ერთი მემანქანის, რატი კაპანაძის თქმით, თუ მერიის მხრიდან გაჩნდება გარკვეული შემოთავაზება, ისინი იმსჯელებენ დათანხმდებიან თუ არა მათ წინადადებას.
“ჩვენი მთავრი მოთხოვნა იგივეა, – მოგვემატოს ხელფასი, როგორც ჩვენს მიერ დაანონსებული იყო, 45%-ით. თბილისის მერიის მხრიდან უნდა გაჩნდეს გარკვეული შემოთავაზება და მას შემდეგ ვიმსჯელებთ, დავთანხმდებით თუ არა”,-განაცხადა რატი კაპანაძემ.
ხოლო როდის შეწყვეტენ აქციის მონაწილეები შიმშილობას, ამასთან დაკავშირებით მემანქანემ, ამბროსი ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ მათ ხელფასის მომატების გარდა, სხვა განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვთ, ამიტომ აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ დედაქალაქის მერიასა და მათ შორის მოლაპარაკება შედგება.
“შიმშილობა შეწყდება მაშინ, როდესაც ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ხელფასის მატების გარდა, ჩვენ სხვა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ შედგება მოლაპარაკება ჩვენსა და მერიას შორის”,-აღნიშნა აქციის მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები გუშინ, 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატებაა. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები