„ომეგა მოტორ ჯგუფი“ საქართველოში პირველ პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩას გახსნის

დღეს, „ომეგა მოტორ ჯგუფი“ საქართველოში პირველ პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩას გახსნის.
ქუჩაზე, ერთ სივრცეში, განთავსებული იქნება სხვადასხვა საავტომობილო ბრენდის შოურუმი (BMW,MINI, General motors , Maserati, Bentley, cadillac), ასევე, ყველა სახის საავტომობილო მომსახურება, მაღალი კლასის კაფე-რესტორნები, რეკრეაციული ზონა, სასტუმრო, ჰიპერმარკეტი. ეს თბილისის პირველი ავტო ქუჩა იქნება.
როგორც „ომეგა მოტორ ჯგუფში“ აცხადებენ, პროექტის მიზანი საქართველოში საავტომობილო ბაზრის განვითარება, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და მსოფლიოს ბაზარზე არსებული სიახლეების საქართველოში დანერგვაა.
შეგახსენებთ, რომ „ომეგა მოტორ სითის“ ფარგლებში „ომეგა ჯგუფმა“ განახორციელა 48 980 400 ლარი ინვესტიცია, სამომავლოდ იგეგმება 43 218 000 ლარის ინვესტირება. კომპანიის მონაცემებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 800 ადამიანი დასაქმდება.
„ომეგა მოტორ სითი“ საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას, დააგემოვნონ ქართული ღვინო, დაათვალიერონ ქუჩაზე არსებული ავტოშოურუმები.
ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფოს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და დიპლომატიური კორპუსი.
„ომეგა მოტორ ჯგუფი“, რომელიც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დააარსა, საქრთველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა. გარდა ავტომობილებისა, კომპანია მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიზნეს ჯგუფი,რომელმაც მრავალწლიანი წარმატების გზა განვლო დღეს, საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოში არაერთ წამყვან ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. კომპანია საქართველოს ბაზარზე, მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს.
კომპანია დღეისათვის, ხუთი umsxvilesi ბრენდის წარმოდგენილია: „ომეგა
მოტორსი“- BMW და MINI , General motorsi, Maserati, Bentley, თითოეულ ბრენდს გააჩნია ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სერვის ცენტრები აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები