მეტროს გაფიცულ მემანქანეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკებები დღესაც გაიმართება

მეტროს გაფიცული მემანქანეები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.
კახა კალაძესა და მეტროს მემანქანეებს შორის, გუშინ გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
მემანქანეები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს თანამშრომლები კვირას გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები