თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის დასახლების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: III ხეივნის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II ქუჩების, ვლადიმერ წითლანაძის, რევაზ სირაძის, გულუას, ყავლაშვილის, ერეკლე მეორეს, კოტე აფხაზის, ივერიის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 მარტის და საქანელას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაატა სააკაძის, ასპინძის, არსენალის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის (ნაწილობრივ), პოლიტკოვსკაიას, მარგიანის, ჟღენტის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, მარნეულის, ქინძმარაულის, გარდაბნის, აღნიაშვილის, გიგინეიშვილის, თეკლა ბატონიშვილის, კიკნაძის, პერინის, ალიხანაშვილის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიქელაძის (ნაწილობრივ) და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები