პრემიერი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს ხვდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრას დადუნაშვილის ადვოკატი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, შს მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე ესწრებიან.
პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები