არასრულწოვანზე განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით დავით ხარშილაძე გამოკითხვაზე იმყოფება

არასრულწოვან შ.კ.-ზე განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ხარშილაძე გამოკითხვაზე იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით აწარმოებს, რაც მუქარას გულისხმობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვანი შ.კ. უკვე გამოიკითხა.
არასრულწლოვან ლაშა კუჭაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინ დაიწყო. ამის საფუძველი გახდა ვაკის პარკში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შ.კ.-ს განცხადება, რომ მას დათო ხარშილაძემ მუქარის შემცველი გზავნილები გაუგზავნა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. შ.კ. თავდაპირველად პარლამენტთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა, შემდეგ კი იმ აქციას გამოეყო. იგი მასზე ზეწოლას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. შ.კ.-მ სამართალდამცველ უწყებებს მედიის მეშვეობით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები