ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური რაგბის გუნდ „არმიას” უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 5 ივნისს, 12:00 საათზე,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური რაგბის გუნდ ”არმიას” უმასპინძლებს, რომელიც ამიერიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პატრონაჟის ქვეშ იქნება. გუნდის წევრები გაეცნობიან მათ ახალ დამფუძნებლებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები, ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი აბუსერიძე, აიპ ”არმიას”კლუბის პრეზიდენტი, ირაკლი სულთანიშვილი, გუნდის წევრები და ვეტერანების საქმეთა სახელწიფო სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები