საქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცა

საქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცა. ამ ღონისძიებით საქართველოში Iowa State University-ის მხარდაჭერითა და “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. უკვე სერტიფიცირებული ტრენერები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების კურსს საქართველოს რკინიგზის ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. მის ფარგლებში სარკინიგზო კოლეჯის ლექტორების გადამზადებაც მოხდა. აღნიშნული ინიციატივა შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები